ახალი შავი სწორედ ასე მოიხსენიებენ ბრიტანული კომპანია Surrey NanoSystems-ის მკვლევრების მიერ შექმნილ ნივთიერება ვანტაბლექს. ეს ფერი თავისი ოპტიკური მონაცემებით წარმოადგენს ყველაზე შავ ნივთიერებას.
ვანტაბლექმა სინათლის შთანთქმის კოეფიციეტენტით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ნახშირბადის ნანოტუბებისგან შემდგარი ფერი სინათლის მხოლოდ 0.035% ირეკლავს, დარჩენილი ნაწილი სრულად შთაინთქმება.
ნივთიერებას ალუმინის ფურცელზე ნახშირბადის ნანოტუბების თხელი ფენის მოთავსებით იღებენ, მისი სისქე ადამიანის თმის ღერზე 10,000-ჯერ თხელია. ვანტაბლექი არამარტო სინათლის არამედ სითბოს შთანთქმითაც რეკორდსმენია, ის სპილენძზე შვიდჯერ უფრო სწრაფად თბება. ნახშირბადოვანი აგებულების გამო ვანტაბლექი ფოლადზე ათჯერ უფრო მყარია.
The Independent-ის ცნობით ადამიანის თვალისთვის ამ ფერის გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია და ის შავი ხვრელის ეფექტის სახით აღიქმება. თუკი სხეული ვანტაბექით იქნება დაფარული ადამიანის თვალი მას, როგორც სიცარიელეს ისე აღიქვამს.
ვანტაბლექმა პრაქტიკული გამოყენება საკმაოდ ბევრ სფეროში შეიძლება ნახოს. სავარაუდოა მისი ორბიტალურ ტელესკოპებში და სითბურ კამერებში გამოყენება. Surrey NanoSystems-ის ტექნიკური დირექტორის ბენ ჯენსენის თქმით ნივთიერება თავისი მრავალმხრივი თვისებებით ბრიტანეთის მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ვანტაბლექის საჯარო პრეზენტაცია ინგლისში ფარნბოროს ავიაშოუზე შედგება, რომელიც ინგლისში 19-20 ივლისს იმართება.