მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

შტაინმაიერი: მოსკოვს შესაძლოა აქვს უკანასკნელი შანსი

ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი
wikipedia.org

მოსკოვს შესაძლოა აქვს უკანასკნელი შანსი გვაჩვენოს, რომ დაინტერესებულია უკრაინის კრიზისის გადაჭრით - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა.

გერმანიის პირველმა დიპლომატმა რუსეთი ბოინგ 777-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა. მომხდარ ტრაგედიაში კი მან "სეპარატისტები" დაადანაშაულა: "უნდა გაფრთხილდნენ. სეპარატისტები ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგაც არ იცავენ ცივილიზებული სამყაროს ფუნდამენტურ კანონებს. ეს ერთდროულად შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელია" - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, "ის ვინც იყენებს ასეთ იარაღს, კატასტროფის შესაძლებლობის გათვალისწინებით, როგორიც ახლა მოხდა, როგორც სჩანს, არაფრის წინაშე არ გაჩერდება".

შტაინმაიერი მომხდარზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს, მისი თქმით "რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო კვირების მანძილზე ვერ შეძლო სეპარატისტების შეჩერება საშიში მოქმედებებისგან. იარაღის შესვლა რუსეთიდან უკრაინაში გრძელდებოდა".

 

კომენტარები