ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის რამდენიმე თანამშრომელი დაიბარა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის მერიის რამდენიმე თანამდებობის პირი და თბილისის გამგებლები დაიბარეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 14:00 საათზე, დაკითხვაზე დაიბარა გამგებლები: თორნიკე ხუციშვილი და ხათუნა ბერძენიშვილი, ასევე საკრებულოს წევრი ლევან მხეიძე და თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე მაია ცენტერაძე. 

გარდა ამისა, დღესვე, 14:00-ის შემდეგ, დაკითხვაზე დაბარებულები არიან ვაკის რაიონის გამგებელი ბაჩო დოლიძე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვალერი დადიანიძე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლალი კოზმავა და მისი მოადგილე ქეთი აბდუშელიშვილი, ასევე, შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი ლექსო თაბუაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე მუხიანის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. 

ჯერჯერობით, უცნობია, რა თემაზე ექნება კითხვები საგამოძიებო სამსახურს მერიის თანამშრომლებთან.

კომენტარები