უელსის სამიტი

რასმუსენი: NATO აღმოსავლეთში უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი

NATO აღმოსავლეთში უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

რასმუსენის თქმით, საქართველოს 28+5 ფორმატში მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯია.

”საქართველომ NATO-ს მიმართულებით აღსანიშნავი ნაბიჯები გადადგა, თუმცა მეტი შეიძლება გაკეთდეს. მე კმაყოფილი ვარ, რომ საქართველომ მიიღო მოწვევა ამ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, სადაც ის ქვეყნებია, რომელთაც NATO-სთან ახლო ურთიერთობა სურთ. საქართველოს მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-NATO-ს პრაქტიკულ სამხედრო ურთიერთთანამშრომლობაში”, - განაცხადა რასმუსენმა.  

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მზადყოფნის სამოქმედო გეგმის მიხედვით, NATO აღმოსავლეთში უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი.

”ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მზადყოფნის სამოქმედო გეგმის თითოეული ნაბიჯი ავამუშაოთ, რის შემდეგადაც NATO უფრო აქტიურად იქნება აღმოსავლეთში წარმოდგენილი და მიმაჩნია, რომ ეს ნათელი მესიჯია რუსეთისთვის”, - განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები