უელსის სამიტი

კანდელაკი: NATO-ს ჩანაწერი კონფლიქტების შესახებ, ქართული დიპლომატიის მარცხია

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა, შაბათს, 6 სექტემბერს განაცხადა, რომ NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფი, სადაც ნათქვამია, რომ კონფლიქტების არსებობა რეგიონის მოქალაქეების ევრო-ატლანტიკური წევრეობისთვის ხელისშემშლელია, ქართული დიპლომატიის მარცხია.

"გაჩნდა ფორმულირება სამიტის კომუნიკეში, რომელიც შეგვიძლია გავიგოთ, ნაწილობრივ მაინც, რომ კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს გაწევრიანების წინაპირობას, თუნდაც ნაწილობრივ, ეს არის ქართული დიპლომატიის, მათ შორის, მარცხი, იმიტომ რომ NATO-ს პრინციპული პოზიცია აქამდე იყო სრულიად საპირისპირო, რომ ვერ იქნება კონფლიქტები განხილული როგორც NATO-ში გაწევრიანების წინაპირობა" - განაცხადა კანდელაკმა.

კომენტარები