უკრაინის კრიზისი

იაცენიუკი: პუტინს უკრაინის განადგურება სურს

არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურებაა. „ჩემთვის პუტინის საბოლოო მიზანი ნათელია, მას მთელი უკრაინა სჭირდება. მას ვერ გადაუტანია ის, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს“,  - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.

მისი თქმით, ყირიმის ანექსია ამ გეგმის პირველი ნაბიჯი იყო, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს დონბასში გაყინული კონფლიქტის შექმნა და მეამე ნაბიჯი ოდესის გავლით დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრა უნდ გახდეს.

იაცენიუკის განცადებით, NATO უკრაინის დაცვის ერთადერთი საშუალებაა. თუმცა, პრემიერის განცადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ალიანსი უკრაინის მისაღებად მზად არ იქნება. „მაგრამ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, თუ კარზე დააკაკუნებ, ის გაიღება. ჩვენ გადავწყვიტეთ დავაკაკუნოთ“,  - განაცხადა იაცენიუკმა.  

კომენტარები