თავდასხმა თავისუფალ ზონაზე

კილაძე: თავისუფალი თაობის აქციებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე აფინანსებს

primerinfo.ge

თავისუფალი ზონის წინააღმდეგ აქციებს კომპანია ტექნობუმის მფლობელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე აფინანსებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციის ეთერში განაცხადა.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ აქციებს აფინანსებს კომპანია ტექნობუმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე", - განაცხადა ელისო კილაძემ. მისი აზრით, ხელისუფლებას ორგანიზაცია თავისუფალ თაობასთან და მის მიერ თავისუფალი ზონის წინააღმდეგ მოწყობილ აქციებთან კავშირი არ აქვს.

კილაძემ ასევე შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში პრორუსული ორგანიზაციების გააქტიურების გამო.

"დამაფიქრებელია ბოლო თვეების განმავლობაში იმ პროვოკაციების კერების გაჩენა, რომელიც უკავშირდება პრორუსული წარმოშობის ორგანიზაციებს. მხედველობაში მაქვს „ევრაზიული არჩევანი", „ევრაზიის ინსტიტუტი... ვფიქრობ, გარკვეული დაძაბულობის კერები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან იმართება", - აღნიშნა ქრონიკა პლუსის რედაქტორმა.

კომენტარები