თავდასხმა თავისუფალ ზონაზე

სასამართლომ დავით გოგოხიას გირაოს სახით 6 000 ლარი შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფალი ზონის წევრს დავით გოგოხიას აღკვეთის ღონისძიებად 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. გოგოხიას თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. მას ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვისი ნივთის დაზიანება ედება.

თავისუფალი ზონის კიდევ ერთ წევრს ფარნაოზ ჭკადუას კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ბრალად ასავალ-დასავალის ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემა ედება. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს ჩაინიშნა.

თავისუფალი ზონის წევრები 30 სექტემბერს დააკავეს. ზაზა დავითაიას ცემიდან ორ საათში დაპირისპირება მოხდა თავისუფალი ზონის ოფისში, სადაც თავისუფალი თაობის აქტივისტები მივიდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის - თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ სამართალდამცავები თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა თავისუფალი თაობის წევრებმა მათ ოფისში შეღწევა მაინც შეძლეს. 

კომენტარები