საერთო სამხედრო დაჯგუფება

მოსკოვი აფხაზეთთან საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას აპირებს

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების პროექტი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

პროექტი სოხუმის პარლამენტში განსახილველად შევიდა. საერთო დაჯგუფებას რუსეთი დააფინანსებს და მისი ამოცანა აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა იქნება. საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი წლის ვადაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო კონტროლი უნდა გაუქმდეს, წელიწად-ნახევარში კი აფხაზეთმა საბაჟო პროცედურები საბაჟო კავშირის წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. 

კომენტარები