ძალადობრივი შეთქმულება

ჯაფარიძე: ამბოხებას არა, ტყეში გასვლას ვფიქრობდით, მაგრამ უკვე იქ ვართ

ამბოხებაზე არ გვიფიქრია. ერთადერთი, ტყეში გასვლას განვიხილავდით. და ეს იდეაც უკუვაგდეთ, რადგან გასვლა შეუძლებელია. უკვე იქ ვართ.

წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შსს ენმ-ს წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებას სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს "შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად".

კომენტარები