ძალადობრივი შეთქმულება

ჯაფარიძე: მთავრობა ენმ-ის წინააღმდეგ ზიზღის კულტივირებით არის დაკავებული

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შსს ენმ-ის წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებას სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. ჯაფარიძის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. მისივე თქმით, მთავრობა დაკავებულია "ასავალ-დასავალის ბოდვების გავრცელებით" და ენმ-ის წინააღმდეგ ზიზღის კულტივირებით. 

"ინფორმაცია გვქონდა ერთადერთი, რაც ჭიკაიძემ გაავრცელა თავის დროზე, რომ რაღაც საქმე აქვთ აღძრული ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ეს წარმოუდგენელი ამბავია, სერიოზულად დააზარალებს ქვეყნის იმიჯს, სერიოზულად დააზარალებს პირველ რიგში მთავრობას. მიზანი არის ნაციონალური მოძრაობის დისკრეტიდაცია, რასაც ორი წელია ისედაც აკეთებენ. ეს მთავრობა დაკავებულია მხოლოდ ასავალ-დასავალის ბოდვების გავრცელებით და ზიზღის კულტივირებით ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. შეიძლება ახლა გააკეთეს იმიტომ, რომ ლეგიტიმური უფლება ექნებათ ჩვენი მოსმენის. ისედაც გვისმენდნენ და ახლა უბრალოდ სამართლებრივად შეიძლება გაამართლონ, რომ გვისმენენ ჩვენ ყველას. სხვა მეტი კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ეს ძალიან ცუდად ისახება ქვეყანაზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები