დაკავება პრემიერის სახლთან

სესიაშვილი: პრემიერის მეზობლების ინტერესები არ უნდა შეილახოს

გაითვალისწინეთ, რომ იქ, სადაც პრემიერი ცხოვრობს, სხვა მოქალაქეებიც ცხოვრობენ და სხვა მოქალაქეების ინტერესების შელახვა არ უნდა მოხდეს. როდესაც ადამიანები მიდიან და კანცელარიის, პარლამენტის ან პრეზიდენტის სასახლის წინ აქციას მართავენ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი, დემოკრატიული პროცესია და ამაზე არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს რაიმე საწინააღმდეგო აზრი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც მიდიხარ საკუთარი სახლის წინ და, ასე ვთქვათ, ხმაურობ, ხულიგნობ და ა.შ., მესმის, პრემიერი საჯარო პირია, მას თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ და შეიძლება მათთვის არ იყოს სასურველი, რომ ასეთი, ასე ვთქვათ, ფონი შეიქმნას მათი საცხოვრებელი სახლის მიდამოებში. მე ეს გაუმართლებლად მიმაჩნია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პრემიერის სახლთან გუშინ გამართული აქციის მონაწილეების დაკავება შეაფასა.

კომენტარები