დაკავება პრემიერის სახლთან

პრემიერის სახლთან ხუთი დაკავებული 300-300 ლარით დააჯარიმეს, საჯაია - 100 ლარით

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრემიერის სახლთან 19 ოქტომბერს გამართული აქციის დროს დაკავებული ხუთი პირი, მათ შორის, ტაბულას ფოტორეპორტიორი 300-300 ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება ადვოკატ რომეო საჯაიას, მას 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

შგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ექვსი პირი მათდამი დაუმორჩილებლობის, სავალი გზის დაკავებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს. ბრალდებულებს შორის არიან ადვოკატი რომეო საჯაია, ტაბულას ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე, ორგანიზაცია თავისუფალი ზონისა და პიკასოს კლუბის წევრები. ასევე, ორი მოქალაქე. კიდევ ერთი დაკავებულის ლევან კვარაცხელიას მიმართ კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო. მას აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

კომენტარები