ბულინგის პრობლემა სკოლაში

არასრულწლოვნები სკოლაში რელიგიური ბულინგისა და ინდოქტრინაციის პირისპირ

ცოტა ხნის წინ თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში არასრულწლოვანი თანატოლებმა რელიგიური მოტივებით სცემეს. შემთხვევა გაკვეთილზე დაიწყო. 13 წლის მოსწავლემ მასწავლებლის მიერ მართლმადიდებლურ სასწაულებზე გაკეთებულ კომენტარს მითი უწოდა. თანატოლებმა, რომელთა შორის მართლმადიდებელი ეკლესიის სტიქაროსანიც იყო, მას ათეისტი უწოდეს. დაპირისპირება შესვენებაზე გაგრძელდა. ორშაბათს დაწყებული შემთხვევა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ხუთშაბათს მოსწავლის ცემით დასრულდა.

კომენტარები