პედაგოგთა ხელფასები

სანიკიძე: პედაგოგების ხელფასების ზრდის საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება

თამარ სანიკიძე სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებული ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე
ტაბულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, 2015 წლისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება. ამის შესახებ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"2015 წლის განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი ნამდვილად არის მზარდი. ზრდა მიმდინარეობს როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო სახსრების კვალობაზე. ასევე ველით, რომ დღეს თუ არა, რამდენიმე დღეში გადაწყდება პედაგოგთა ხელფასებთან დაკავშირებული საკითხები", - განმარტა მინისტრმა. 

სანიკიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ მუხლებს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. 

კომენტარები