თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

სესიაშვილი: თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანთა საქმის ნაწილს გრიფი უნდა მოეხსნას

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანთა საქმის ნაწილს საიდუმლო გრიფი უნდა მოეხსნას. 

"მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის გარკვეულ ნაწილს გრიფი უნდა მოეხსნას, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საკითხებთან მიმართებაში. თუმცა ეს უნდა გადაწყვიტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიებამ და მე იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება", - განაცხადა სესიაშვილმა.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი სესიაშვილმა მისივე კომიტეტის ორგანიზებული მრგვალი მაგიდის გამართვის წინ გააკეთა. მისი განმარტებით, მრგვალი მაგიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების საკითხზე 7-8 თვის წინ დაიგეგმა და არ არის დაკავშირებული თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებთან.

კომენტარები