კრიზისი კოალიციაში

ბესელია ალასანიას შესაძლო ბრალზე: ამ დასკვნის გაკეთების საფუძველი არ მაქვს

მე არ განვავითარებდი ასეთ წინასწარმეტყველურ სიუჟეტებს. არ მაქვს საფუძველი გავაკეთო ამგვარი დასკვნა. ამიტომ, ჩემი პოზიციაა, დაველოდოთ პროკურატურის გადაწყვეტილებებს. გამოძიების ის ეტაპი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის წინასაგამოძიებო პროცესი, როდესაც ხდება მტკიცებულებების შეგროვება. ის, რომ პრემიერი მთავარ პროკურორს შეხვდა, ესეც ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალურია - მთავარი პროკურორი ექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს. ასე რომ, ირაკლი ღარიბაშვილმა მისგან ინფორმაცია რომ მიიღოს, რა თქმა უნდა, ნორმალურიც არის და საჭიროც.

უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ კითხვას, მისი აზრით, წაუყენებენ თუ არა ბრალს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას.

კომენტარები