კრიზისი კოალიციაში

პრეზიდენტმა ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა

radiotavisupleba.ge

პრეზიდენტმა NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დოლიძის განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ პრეზიდენტმა ხელი 10 დეკემბერს მოაწერა. ბრძანება ძალაში 26 იანვრიდან შევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ არის შესული განცხადება NATO-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ NATO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. პოსტები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა სამმა მოადგილემ, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები