თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმე

ვოლსკი: ივანიშვილი, ჯერ ეს ერთი, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ამ პროცესებზე

ბიძინა ივანიშვილი, ჯერ ეს ერთი, დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ალბათ, უნდა გრძნობდეს - ახლა, პატარა ქვეყანაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ჩართული იყო უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში, რომელმაც საერთოდ სისტემა და ვითარება შეცვალა ქვეყანაში. არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით[თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე] იმ ინფორმაციაზე, რაც პროკურატურამ საკმაოდ დეტალურად გამოაქვეყნა რაიმე კითხვები ჰქონოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე - ივანიშვილმა თავდაცვის მაღალჩინოსნების იმ საქმეზე ისაუბრა დეტალურად, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს.

კომენტარები