თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს დეპუტატები თავდებში უდგებიან

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს  თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელებისა და ეროვნული ფორუმის დეპუტატები თავდებში უდგებიან. დაკავებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ისინი ცოტა ხანში მოითხოვენ. ჯამში დაკავებულებს 37 ადამიანი, მათ შორის მომღერლები, რეჟისორები და პოეტები ჩაუდგნენ თავდებში. 

კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ, დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობით ადვოკატები სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავენ და იმედოვნებენ, რომ მათი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება. 

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. მაღალჩინოსნების დაკავებისას თბილისში არ იყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ამ ამბიდან ცოტა ხანში ირაკლი ღარიბაშვილმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე შეექმნა. 

კომენტარები