თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პეტრიაშვილი: ივანიშვილს ე.წ. კაბელების საქმის საკმაოდ სიღრმისეული ცოდნა აქვს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა და თავისუფალი დემოკრატების წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა არ იცის, ბიძინა ივანიშვილი საიდან ფლობს ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების იმ საქმეზე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს.

"მე არ ვიცი ნამდვილად, საიდან ფლობს ბიძინა ივანიშვილი ამ ინფორმაციებს. საკმაოდ სიღრმისეული ცოდნა აქვს საკითხების. თუმცა, ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროკურატურის მიერ გამოცხადებული იყო. ამის ანალიზი უნდა გააკეთონ ადვოკატებმა, უნდა გააკეთონ ექსპერტებმა. მისგან ველოდებოდი უფრო ღრმა ანალიზს, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, არსებობს თუ არა მართლაც რაიმე საფრთხეები", - თქვა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გრიფირებული საქმის დეტალებზე ისაუბრა.

კომენტარები