c ჰეპატიტი

2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი სოფუსბუვირი შემოვა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

2015 წლის დასაწყისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება პროექტი, რომლის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის დაავადების აღმოფხვრაა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მომავალი წლიდან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

„საქართველოში მომავალ წელს დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად აღმოიფხვრება C ჰეპატიტის დაავადება. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობის და პირადად ბატონი დავით სერგეენკოსი. მთავარი მოტივაცია, რამაც აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ამერიკული მხარე, არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ათასობით პაციენტს ვუმკურნალეთ, მათ შორის, 1000 პატიმარს. ეს არის რეალური რეფორმა, რომელსაც 2 წელიწადში მივაღწიეთ და ამაში მილიონობით ლარია დახარჯული“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი, როგორც დაავადება, საერთოდ გაქრება.

კომენტარები