ოკუპირებული აფხაზეთი

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის აღიარება გაგრძელდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის აღიარება გაგრძელდება და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიოს ერთ -ერთ რეგიონში. ხაჯიმბას არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყანა აპირებს აფხაზეთის აღიარებას.

ხაჯიმბას განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისშიც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ საუბრობენ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხზე და მას საქართველოს ნაწილად განიხილავენ.

კომენტარები