ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუ

პეტრიაშვილი: ალასანიასა და ენმ-ის ლიდერებს შორის პარალელები დაუშვებელია

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, მსგავსება ირაკლი ალასანიასა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების დევნას შორის არ არსებობს. მისი განმარტებით, კითხვები ენმ-ის ლიდერებთან როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წევრებსაც გააჩნიათ.

"მე არ დავუშვებ პარალელის გავლებას ალასანიასთან იმ რეჟიმის წარმომადგენლების რომელთა მისამართითაც არსებობს სერიოზული შეკითხვები როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. ძალიან მძიმე შეკითხვებია სააკაშვილთან, მერაბიშვილთან, უგულავასთან.ე.წ. კაბელების და ექიმების საქმე იყო ერთ მხარეს და მეორე მხარეს იყო მასობრივი წამების, ადამიანების ძალადობრივად მოკვიდინების და სხვა უმძიმესი საქმეები" - განაცხადა პეტრიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

პეტრიაშვილის თქმით, მას სურდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერების საქმეები პროკურატურას დროულად დაეხურა.

"მე მქონდა შეკითხვები პროკურატურასთან და ძალიან დიდი სურვილი, რომ გვევლო წინ და დროზე დაესრულებინათ ეს საქმეები. იმის მაგივრად, რომ დროულად დასრულებულიყო ეს საქმეები, საზოგადოება დღეს მაინც არის მუდმივ საგამოძიებო სერიალში. ამას კიდევ დაემატა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ის დაესრულებინათ, ახლა ახალ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცნენ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლაში" - განმარტა პეტრიაშვილმა.

კომენტარები