რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

პრეზიდენტი: ანექსიისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის წამგებიანი

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულებებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ანექსიისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის წამგებიანი არა მხოლოდ სახელმწიფო საქართველოსთვის, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთეთ, პარლამენტსაც ვთხოვეთ ამ საკითხზე ჩამოეყალიბებინა თავისი პრინციპული პოზიცია. ამ პოზიციების განხილვაც შემდგომ მოხდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ამის კვალდაკვალ ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი ქმედებები საერთაშორისო არენაზე, ასევე აქტიურად ჩავრთეთ განხილვაში მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩემი აზრით, აფხაზური და ოსური საზოგადოებაც, რომ ანექსიისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არის წამგებიანი არა მხოლოდ სახელმწიფო საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ეთნიკური ჯგუფისთვის, რომლის მომავალიც და დაცულობაც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოში შეიძლება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები