რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

სტოლტენბერგი: NATO არ ცნობს ე.წ. ხელშეკრულებას სოხუმსა და მოსკოვს შორის

watanzaniaoslo.blogspot.com

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, შესაბამისად, არ ცნობს მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. სტოლტენბერგმა ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და ალიანსის გაფართოებაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ თითოეულ სახელმწიფოს მესამე პირის ჩარევის გარეშე აქვს უფლება, გადაწყვიტოს, გახდეს თუ არა ალიანსის წევრი. ამის შესახებ მან ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"NATO და NATO-ს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, შესაბამისად, არ ვცნობთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. შეთანხმებას. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ მეც მკაფიოდ განვაცხადე და ჩვენმა მოკავშირეებმაც. ეს პრინციპის საკითხიცაა. ჩვენი უსაფრთხოება ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპს, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და მათი საზღვრების პატივისცემას ითვალისწინებს", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები