მობილური აპლიკაცია

The Big App-ის მფლობელი ვაკო იმნაიშვილის თანადაფუძნებული UKADEMICS გახდა

worthcapitallondon.com

The Big App 2014-ის მფლობელი UKADEMICS გახდა, რომლის თანადამფუძნებელი ქართველი ვაკო იმნაიშვილია, კომპანიას პრიზად £150 ათასი გადაეცა.

UKADEMICS ონლაინ პლათფორმაა, რომელიც უცხოეთში განათლების მიღების მსურველებს ბრიტანეთში სასურველი სასწავლო პროგრამის მოძიებაში ეხმარება. UKADEMICS-ის თანადამფუძნებლის ვაკო იმნაიშვილის თქმით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი სტუდენტი მიდის უცხოეთში სასწავლებლად, მათ უმრავლესობას კი არ აქვს საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას სთავაზობენ უნივერსიტეტბი სტუდენტებს UKADEMICS კი სწავლის მსურველებს განაცხადის შევსებასა და უმაღლესი სასწავლებლის მოძიებაში ეხმარება.

The Big App კონკურსი კომპანია Worth Capital-ისა და facebook-ის დაფუძნებული კონკურსია, რომელიც ახალ აპლიკაციებსა და საინტერესო პროექტებს აფინანსებს. 

კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრი facebook-ის ბიზნეს მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი ადამ ჰარისონი იყო. კონკურსის საპრიზო ფონდი £350 ათასს შეადგენდა. 

კომენტარები