ფარული მოსმენების შესახებ კანონი

საგანელიძე: თუ პრეზიდენტი ვეტოს დადებას აპირებს, ვთხოვ, რომ სწრაფად გააკეთოს

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს, აჯობებს, რომ ეს სწრაფად გააკეთოს. 

"პირველი დეკემბრიდან ყველა ის საქმიანობა, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ სფეროში გააჩნიათ, იქნება სამართლებრივი რეგულაციების გარეშე. შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი ამ სფეროში, რაც მნიშნველოვან პრობელმებთანაა დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მე ვთხოვდი ბატონ პრეზიდენტს: თუ ის აპირებს ვეტოს დადებას, უმჯობესია დაადოს სწრაფად, დღესვე მაგალითად, რომ ჩვენ ხვალვე გვქონდეს საშუალება ამ ვეტოს დაძლევის" - განაცხადა საგანელიძემ.

პარლამენტმა ფარულ მოსმენებზე კანონპროექტი 73 ხმით 30-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის ავტორები ბესელია, ფოფხაძე და სესიაშვილი არიან. კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ორდონიანი სისტემა, სადაც ე.წ. ერთი გასაღები შსს-ში რჩება, მეორე კი - პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა. მიღებული კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე გადაეგზავნა. 

კომენტარები