ემიგრანტები

პრემიერი: ემიგრანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც პირველადი მოქალაქეობის საკითხს ეხება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ქართველი ემიგრანტების საკანონმდებლო ინიციატივით დაინტერესდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეიქმნება შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და კონსულტაციები გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. 

ქართველი ემიგრანტების წერილი რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. ისინი ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნებასა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ. 

კომენტარები