ქართველების დაკავება

პარიზში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ძარცვაში ედებათ ბრალი

metro.us

პარიზის რამდენიმე რაიონში საქართველოს ათი მოქალაქე დააკავეს, ისინი ძარცვაში არიან ბრალდებულები. დაკავებულებს 2014 თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით დაახლოებით 120 ქურდობა ედებათ ბრალად -  მათი მოპარული ნივთების ღირებულება საერთო ჯამში 600 ათას ევროს შეადგენს.

ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებულები საფრანგეთის გარდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებდნენ და რამდენიმე მათგანი ქურდული სამყაროს წევრია.

კომენტარები