კოალიცია ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: მე არ მინდოდა დეპუტატობა, ბატონმა ბიძინამ მომისაჯა

სხვათაშორის, მე მომისაჯეს დეპუტატობა, მინდა გითხრათ, იმიტომ, რომ მე არ მინდოდა დეპუტატობა და შესაბამისად, ორჯერ ვთხოვე ბატონ ბიძინას, რომ "მე ისე დაგეხმარებით და არჩევნების შემდეგ გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ კარიერას". და მე მომისაჯეს, რომ - მეც არ მინდა - მისი არგუმენტი იყო - "მეც არ მინდა პრემიერმინისტრობა, მაგრამ სწორედ ის ხალხი უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვინც სკამებზე არ არიან ჩაბღაუჭებული და გაგიჟებული". ასე რომ ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკური მინზაშეწონილობიდან გამომდინარე ადამიანების ჩართვა პროცესში. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები