NATO-ს მინისტერიალი

კერი: რუსეთთან მოლაპარაკებებმა და შეთანხმებებმა არ გაამართლა

NATO

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უკრაინაში ტერორისტების ტანკებითა და შეიარაღებით მომარაგებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში განაცხადა. მისივე განმარტებით, რუსეთი არ ასრულებს მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა.

"ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ იმ მდგომარეობაში, როდესაც უკანონო ქცევის აღმოფხვრის ერთადერთი არჩევანი ძალადობა ან საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა ან რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების დაკისრება იქნება. თუმცა, შეუძლებელია, თვალი ადევნო, როდესაც უფრო მცირე სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას უფრო დიდი და ძლიერი სახელმწიფო არღვევს. საერთაშორისო კანონმდებლობა მნიშნველოვანია და ამიტომაც მივმართეთ ამ ზომებს. იყო მცდელობა, რომ სხვაგვარადაც გვემოქმედა, თუმცა, მოლაპარაკებებმა და მიღწეულმა შეთანხმებებმა არ გაამართლა. უკრაინას უკვე გავუწიეთ 118 მილიონის დახმარება და მომავალშიც გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას", - თქვა კერიმ.

კომენტარები