სპეცოპერაცია გროზნოში

გროზნოს ცენტრში ბრძოლა მიმდინარეობს

გროზნოში შეტაკებებზე პასუხისმგებლობა კავკასიის იმარატის მოჯაჰედებმა აიღეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, ჯოხარში (გროზნო) ამირ ხამზატის ბრძანებით შევიდნენ. ქალაქში ბევრი მოჯაჰედია. მათი თქმით, ეს არის შურისძიების აქტი მუსლიმი ქალების შევიწროებისთვის. ვიდეომიმართვაში მებრძოლები ამბობენ, რომ ეს შაჰიდური ოპერაციაა და თავდამსხმელები სიკვდილამდე იბრძოლებენ. მათივე ცნობით, განადგურებულია სამხედრო კოლონები, მანქანები. მოჯაჰედები ქალაქში გავრცელდნენ და მიმდინარეობს შეტაკებები, მოწინააღმდეგის რიგებში ბევრი დაღუპულია.

გასული ღამის განმავლობაში არეულობისა და სროლის ხმა ისმოდა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში. გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები ქალაქში მანქანით გადაადგილდებოდნენ, ხოლო შემდეგ გროზნოს ცენტრში პრესის შენობას შეაფარეს თავი.

მებრძოლების ნეიტრალიზაციის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, პოლიციამ 9 ბოევიკის ლიკვიდირება შეძლო. მისივე ცნობით, კიდევ რამდენიმე ბოევიკის ბლოკირება მოხდა ქალაქის ერთ-ერთი სკოლის შენობაშიც.

კომენტარები