საქართველოს პატრიარქი

ილია II ბანკებს: ზამთარში მაინც აპატიეთ ხალხს ვალი ან სახლი არ გაუყიდოთ

fmabkhazia.com

საქართველოს პატრიარქმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა, ზამთარში ადამიანებს სახლების გარეშე ნუ დატოვებენ. ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა. პატრიარქის თქმით, საპატრიარქოში მასთან ხშირად მიდიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ბანკში სესხის გამო სახლები დაკარგეს. 

"მინდა, გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღო და სახლები ჩადო. ბანკს გამოჰყავს სახლიდან და ამ შუა ზამთარში ისინი გარეთ რჩებიან. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს, დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ გაუყიდონ", - აღნიშნა ილია II-მ. 

კომენტარები