ცენტრალური აფრიკის მისია

ევროკავშირის მისიის ფარგლებში სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში გააცილეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული ვაზიანის მე-4 ბრიგადიდან ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ცენტრალურ აფრიკაში გააცილეს. მათ მანდატი დეკემბრის ბოლომდე აქვთ. პრეზიდენტმა უკვე მიმართა პარლამენტს მანდატის სამი თვით გაგრძელების შესახებ.

გაცილების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მინისტრის მოადგილეები, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ქართველს სამხედროებს სიტყვითაც მიმართა და მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხვალ გაემგზავრებიან.

კომენტარები