ცხინვალი-მოსკოვის ე.წ. ხელშეკრულება

თიბილოვი დოკუმენტში რუსეთთან შეერთების შესაძლებლობის გათვალისწინებას ითხოვს

ცხინვალი მოსკოვს სთავაზობს, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებაში რეგიონის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა გაითვალისწინოს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა. თიბილოვი გამოვიდა წინადადებით, რომ მომავალი ხელშეკრულება განხილულ იქნას "დიაპაზონში სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლიდან სხვა ფორმებამდე", რაც დღეს მსოფლიოში არსებობს.

"არსებობს სახელმწიფოთა პოლიტიკური თანაარსებობის მრავალი ფორმა და ვფიქრობ, მალე ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ", - განაცხადა თიბილოვმა. მას ასევე იმედი აქვს, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი როკის გვირაბზე სასაზღვრო კონტროლს გააუქმებს. დოკუმენტის ხელმოწერას ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მომავალი წლის დასაწყისში ვარაუდობს.

თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს მთავრობაშიც. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას შემაშფოთებლად და დესტრუქციულად მიიჩნევს. მთავრობაში თვლიან, რომ ერთადერთი ნაბიჯი, რითიც შეიძლება დე ფაქტო ცხინვალის მსგავსი ქმედებების აღკვეთა, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაა.

კომენტარები