სომხეთის პრემიერის ვიზიტი

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსა და სომხეთის მეგობრული ურთიერთობები, ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნება და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება იყო ძირითადი თემები, რომლებზეც პრემიერმინისტრებმა იმსჯელეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

"ჩვენ, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას, გვამოძრავებს ურყევი ნება და მისწრაფება, გავაგრძელოთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ", - თქვა შეხვედრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა.

კომენტარები