სომხეთის პრემიერის ვიზიტი

ღარიბაშვილმა და სომხეთის პრემიერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ღარიბაშვილის თქმით, "ჩვენს ქვეყნებს კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს, რაც ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მტკიცე საფუძველია."

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო და სომხეთი განსხვავებული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორების მიუხედავად, მზად არიან, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით.

"ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებასა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

ჰოვიკ აბრაჰამიანმა კი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

კომენტარები