სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა

მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა იწყება

ტაბულა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყების ორწლიანი მუშაობა შეაფასა. საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მინისტრმა ყურადღება პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროქტებზე გაამახვილა და სასჯელაღსრულების სისტემის დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა. მღებიშვილის თქმით, წლის ბოლომდე მაღალი რისკის მქონე პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულების გახსნაც იგეგმება.

"ის ხარვეზები, რაც არსებობს ჩვენს სისტემაში, ზეპირად ვიცით. ამისთვის ვმუშაობთ და ზუსტად ამისთვის ვახორციელებთ იმ ინსისტუციურ რეფორმას, რაც უახლოეს მომავალში ვფიქრობ, რომ პარლამენტშიც ოპოზიციაც და პოზიციაც მხარს დაუჭერს. ძირითადად ჩვენ ორიენტირებული ვართ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების გაფართოებაზე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორიცელება, რომ ხელი შეგვეწყოს ამ პროგრამების დანრეგვაში. ასევე დიდი აქცენტებია გაკეთებული ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაზე, რაშიც აშშ დიდ დახმარებას გვიწევს, მათ გამოყვეს 1 მლნ დოლარი ჩვენი თანამშრომლების გადასამზადებლად.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ისევ რჩება დეპარტამენტად, უბრალოდ, მას უუქმდება საქვეუწყებო სტატუსი. მისი ბიუჯეტი გადმოვა სამინისტროში და ეს იქნება ცენტრალიზებული მართვა. დეპარტამენტი მთლიანად ინტეგრირდება სამინისტროსთან და დაექვემდებარება მინისტრს.

მაღალი რისკის დაწესებულება გაიხსნება უახლოეს პერიოდში რუსთავში. ეს იქნება #6 დაწესებულება. ასევე მაღალი რისკის დაწესებულება შენდება ლაითურში, რომლის მშენებლობა ვადაში არის გაწერილი, სადაც განთავსდება 500-მდე პატიმარი. არამარტო მაყურებლები, არამედ იქ მოთავსდებიან პატიმრები, რომლებიც სისტემატურად არღვევენ შინაგანაწესს და რეჟიმს. არ ემორჩილებიან დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს და დისკომფორტს უქმნიან სხვა მსჯავრდებულებსაც",-თქვა მღებრიშვილმა.

კომენტარები