შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ღამით მოქალაქეების შემოწმება დანაშაულის პრევენციაა

ტაბულას კითხვაზე, რატომ გახშირდა ქალაქის ქუჩებში, ღამით სამართალდამცველთა მხრიდან მოქალაქეების გაჩერებისა და შემოწმების შემთხვევები, ტაბულას შს სამინისტროში უპასუხეს, რომ შემოწმებები დანაშაულის პრევენციას ემსახურება.

"ჩვეულებრივი საპოლიციო შემოწმებებია, რომელსაც სამინისტრო პერიოდულად ახორციელებს დანაშაულის პრევენციის მიზნით. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება" - განუცხადეს ტაბულას შს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ პოლიცია ღამის საათებში ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს აჩერებს, სვამს კითხვას ნასამართლეობის შესახებ და იწერს პირად ნომერს. პოლიციამ ბოლო დღეების მანძილზე ტაბულას რამდენიმე თანამშრომელიც გააჩერა და შეამოწმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო წელს და შარშან საპოლიციო რეიდების საჭიროებას იმავე მიზეზით ხსნიდა და დანაშაულის პრევენციას უწოდებდა.

კომენტარები