ახალი მისია ავღანეთში

პარლამენტმა ავღანეთში NATO-ს ახალ მისიაში ჩართვას მხარი ერთხმად დაუჭირა

ავღანეთში NATO-ს ახალ მისიაში ჩართვას პარლამენტში მხარი 91 ხმით დაუჭირეს. ალიანსის "გადამწყვეტ მხარდაჭერის მისიაში" საქართველოს მონაწილეობის შესახებ დოკუმენტი პარლამენტარებს საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარუდგინა. 

აღნიშნული მისია გარდამავალ პერიოდში ავღანეთის შეიარაღებული ძალების გაწვრთნებსა და კონსულტაციებს ითვალისწინებს. საქართველო ამ მისიაში მოანაწილეობას ერთი ბატალიონით და ერთი ასეულით მიიღებს. ქართული დანაყოფებისთვის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბიუჯეტიდან მოხდება.

კომენტარები