პროტესტი გერმანიაში

გერმანიაში "ისლამიზაციის" წინააღმდეგ აქციები გამართეს

AP

გერმანიის რამდენიმე ქალაქში ევროპის "ისლამიზაციისა" და ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. ბერლინში, დრეზდენსა და შტუტგარტში საპროტესტო გამოსვლებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

აქცია ორგანიზაციამ "პატრიოტი ევროპელები" დასავლეთის "ისლამიზაციის" წინააღმდეგ მოაწყო. პარალელურად, ისლამიზაციის მოწინააღმდეგეთა აქციები ქუჩებში მათმა ოპონენტებმა გააპროტესტეს. მათ აქციის ორგანიზატორები ქსენოფობიაში დაადანაშაულეს. ანტიისლამური აქციის ჩატარებასთან უთანხმოების ნიშნად კელნის ტაძარზე განათება ჩააქრეს.

აქციები გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაგმეს.

კომენტარები