NATO-საქართველო

ვერშბოუ: NATO სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს მომავალ წევრობას

რადიო თავისუფლება

NATO სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს მომავალ წევრობას -  ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ Twitter-ზე დაწერა. მისი განცხადებით, ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებებს წინსვლა ჰქონდეს.

"NATO-ს და საქართველოს მყარი პარტნიორობა აქვთ ავღანეთში მაღალი თავსებადობის ძალების მისიის წყალობით" - წერს ვერშბოუ.

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გუშინ გაიმართა. ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვერშბოუს განცხადება საქართველოს მთავრობის რეფორმების გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის თქმით კი, ალექსანდრე ვერბოუ საქართველოს სამ კვირაში ესტუმრება.

კომენტარები