ოსკარი 2015

ოსკარები 2015-ის დაჯილდოების ნომინანტების სია გამოქვეყნდა

fairytalepictures.wordpress.com

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს "ადამიანი ჩიტი" და უეს ანდერსონის "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი" 9-9 ნომინაციით ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონიალის მთავარი ფავორიტები არიან. ხოლო რიჩარდ ლინკლეიტერის "ახალგაზრდობამ" და კლინტ ისტვუდის "ამერიკელმა სნაიპერმა" 6-6 ნომინაცია მოიპოვეს.

დღეს ამერიკული კინოაკადემიის წარმომადგენლებმა ოსკარი 2015-ის ნომინანტები დაასახელეს.

"ამერიკელი სნაიპერი", "სელმა", "ადამიანი ჩიტი", "ახალგაზრდობა", "თამაშის იმიტაცია", "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი", "ყველაფრის თეორია" და "შეპყრობილი" - საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ოსკარის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

საუკეთესო რეჟისორის წოდების მოპოვება ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს (ადამიანი - ჩიტი), რიჩარდ ლინკლეიტერს (ახალგაზრდობა), ბენეტ მილერს (მელიებზე მონადირე), უეს ანდერსონს (სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი) და მორტენ ტილდუმს (თამაშის იმიტაცია) - შეუძლიათ.

საუკეთესო მსახიობი ქალისთვის განკუთვნილი ჯილდოს მოპოვების ნომინანტები არიან - მარიონ კოტიარდი (ორი დღე, ერთი ღამე), ფელისითი ჯონსი (ყველაფრის თეორია), როზამუნდ პაიკი (გაუჩინარებული ქალი), რიზ უიზერსპუნი (ველური) და ჯულიანა მური (კვლავ ელისი). ხოლო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინანტები არიან - სტივ კარელი (მელიებზე მონადირე), მაიკლ კიტონი (ადამიანი ჩიტი), ბრედლი კუპერი (ამერიკელი სნაიპერი), ედი რედმეინი (ყველაფრის თეორია) და ბენედიქტ ქამბერბაჩი (თამაშის იმიტაცია).

მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის მამაკაცებში ნომინირებულები არიან - რობერტ დიუვალი (მოსამართლე), მარკ რუფალო (მელიებზე მონადირე), ითან ჰოუკი (ახალგაზრდობა), ჯეი ქეი საიმონსი (შეპყრობილი) და ედვარდ ნორტონი (ადამიანი ჩიტი).

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარზე დასახელებული არიან - პატრისია არკეტი (ახალგაზრდობა), ემა სტოუნი (ადამიანი ჩიტი), ლორა დერნი (ველური), მერილ სტრიპი (ტყეში) და კირა ნაითლი (თამაშის იმიტაცია).

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ზაზა ურუშაძის მანდარინების გარდა, დასახელებულია პოლონური "იდა", რუსული "ლევიათანი", მავრიტანიიდან "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ზღაპრები".

ოსკარის 87-ე დაჯილდოების ყველა ნომინაციისა და ნომინანტების ხილვა ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.

კომენტარები