საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

გეწაძე: ადეიშვილი უკრაინაში აქტიურად მუშაობს და მთავრობას რჩევებს აძლევს

Gia Getsadze/Fb.com

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ზურაბ ადეიშვილი აქტიურად არის ჩართული უკრაინაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. გია გეწაძის ინფორმაციით, ადეიშვილი უკრაინაში ჩადის და მუშაობს საკითხზე მომუშავე ჯგუფთან ერთად. ინფორმაციას იმის შესახებ, განიხილება თუ არა ადეიშვილის კანდიდატურა ანტიკორუფიული სააგენტოს თავჯდომარის თანამდებობაზე, გეწაძე არ ფლობს.

"რამდენადაც ვიცი, ზურაბ ადეიშვილი ჩართულია ერთ-ერთ გუნდში, რომელიც მუშაობს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე ექსპერტის სახით. რაც შეეხება მის ოფიციალურად დანიშვნას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ, რომ გამოცხადებულია კონკურსი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თაობაზე. მისი კანდიდატურა განიხილება თუ არა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ის კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას და არამხოლოდ მას. ის კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის, სულ მცირე, ორი ქვეყნის მთავრობას, რომელიც მე ვიცი. ერთი მხრივ, საქართველოში ძებნილია და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები მას უსმენენ", - აღნიშნა გეწაძემ გადაცემა არჩევანში.

კომენტარები