ოკუპირებული ტერიტორიები

პაუერი: მსგავსი რუსული "სამშვიდობო გეგმები" საქართველოშიც გვინახავს

AP

გაერო-ში აშშ-ის ელჩი სამანტა პაუერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიზანი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაკავება და "გაყინული" კონფლიქტებია. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი წლების განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევდა, კიდევ დამატებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებები გააფორმა. ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"ამასწინათ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ პოროშენკოს შესთავაზა სამშვიდობო გეგმის განხილვა, რომ რუსეთი გაეთავისუფლებინა მინსკის შეთანხმების ვალდებულებებისგან. ამ გეგმის მიხედვით, ლეგიტიმიზირებული იქნება ტერიტორიის დაკავება სეპარატისტთა მიერ სექტემბრის შემდეგ, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე რუსული პერსონალი და სამხედრო ტექნიკა. ჩვენ გვინახავს ასეთი სამშვიდობო გეგმები ადრე, ეს იყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და დნესტრისპირეთში. მოდით, პუტინის სამშვიდობო გეგმას ვუწოდოთ ის, რაც ის არის სინამდვილეში, ეს რუსული ოკუპაციის გეგმაა.

არის ბევრი მიზეზი იმისთვის, რომ არ მოვიღოთ რუსული შემოთავაზებები. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ იყო ის გამოყენებული - აღმოსავლეთ უკრაინამდე და ყირიმამდე ეს მოხდა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველომდე იყო დნესტრისპირეთი. საბოლოოდ, მოსკოვის მიერ ასეთი კრიზისების მოგვარების გეგმა იდენტური იყო. მისი მიზანია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაკავება და მათი გადაქცევა გაყინულ კონფლიქტებად. მაშინ, როდესაც მინსკის შეთანხმება ირღვეოდა, პრეზიდენტი პუტინი ამთავრებდა სხვა შეთანხების გაფორმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის შესახებ. კიდევ დამატებით მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევდა. გაყინული კონფლიქტები ნიშნავს არასტაბილურობას, მილიტარიზაციას და საბოლო ჯამში გაყინული რჩება ყველა ის პრობლემა, რითიც უნდა იყოს დაკავებული გაეროს უშიშროების საბჭო. თუ რუსეთი მიაღწევს თავის მიზანს, თუ ჩვენ მივცემთ მას საშუალებას, რომ ასეთი ქცევა გახდეს ახალი ნორმა, ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც რუსეთი მსგავს ხერხებს გამოიყენებს", - აღნიშნა სამანტა პაუერმა.

კომენტარები