საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობა

საბერძნეთის პრემიერს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე თანხმობა არ მიუცია

საბერძნეთის ახალი პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ გამკაცრებაზე თანხმობა არ მიუცია. ამის შესახებ პარტია სირიზას ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პრემიერის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა.

ბერძნული მედიის ცნობით, საკუთარი უკმაყოფილება ალექსის ციპრასმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერების საერთო განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების თაობაზე საბერძნეთთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ციპრასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ამით გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების პროცედურა დაარღვია.

კომენტარები