არ არის ზეწოლა. ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი. ის არის სამოქალაქო საზოგადოებაში, აძლიერებს სამოქალაქო სექტორს. კითხვები, რომლებიც ჩნდება, მათ შორის, საზოგადოების მხრიდანაც, იგივე სამოქალაქო სექტორში მყოფი პირების მიმართ, ჩვეულებრივი და ნორმალურია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, აკრიტიკონ ბიძინა ივანიშვილი და ისაუბრონ მასზე, ან ისაუბრონ სხვა თემებზე. რატომ არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არ არის, წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას, დასვას ასეთი კითხვები, ჩაატაროს გარკვეული კვლევა ან ანალიზი.
არასამთავრობოების კრიტიკა