ვერშბოუს ვიზიტი

ვერშბოუ: ქართველი სამხედროები საუკეთესოთა შორის არიან

რადიო თავისუფლება

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, დღეს, 30 იანვარს ვაზიანის პოლიგონზე ჩატარებული სამხედრო საჩვენებელი წვრთნით შთაბეჭდილების ქვეშ არის, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაზიანის პოლიგონი ნამდვილად იქნება კანდიდატი NATO-ს საწვრთნელი ბაზისთვის. 

"შთამბეჭდავი სწავლება იყო წარმოდგენილი ვაზიანში, საქართველოს სამხედრო შიარაღებულმა ძალებმა კარგად წარმოაჩინეს პროფესიული უნარები. ამ ჩვენებამ დაადასტურა ყველაფერი ის, რასაც რამდენიმე წელი ვისმენდით NATO-სა და აშშ-ის სარდლობისაგან, რომ ქართველი სამხედროები საუკეთესოთა შორის არიან. ქართველები დიდ საქმეს აკეთებენ ავღანეთში და დიდი პოტენციალი აქვთ.

სამომავლოდ ეს საწვრთნელი ბაზა ნამდვილად იქნება კანდიდატი იმ წვრთნების ჩასატარებლად, რომელსაც საქართველო NATO-სთან ერთად ჩაატარებს მომავალ თვეებში. ექსპერტები ჩამოვლენ ტერიტორიის შესაფასებლად მომავალ თვეში. მე, როგორც არაექსპერტი, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ", - განაცხადა ვერშბოუმ.

კომენტარები