პატიმრის გაქცევა

გურჯაანის სასამართლო: პატიმარი დროებითი მოთავსების საკნიდან გაიქცა

ShutterStock

გურჯაანის რაიონული სასამართლო პატიმრის გაქცევას ეხმაურება და ყველას მოუწოდებს, დაუზუსტებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ. სასამართლოს განცხადებით, 2015 წლის 2 თებერვალს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მიტო ხინაშვილი განიხილავდა ბრალდებულ დიმიტრი ხაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ხაჩიაშვილს შეეფარდა პატიმრობა. 

"პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციამ პატიმარი ჩაიყვანა სასამართლო შენობაში, პატიმართა დროებითი მოთავსების საკანში. კანონის შესაბამისად, ის იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. სწორედ ამ საკნიდან მოახერხა პატიმარმა დიმიტრი ხაჩიაშვილმა გაქცევა.
სასამართლო მოუწოდებს ყველას, რომ დაუზუსტებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ, რათა არ მოხდეს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება და სასამართლოს დისკრედიტაცია", - ნათქვამია გურჯაანის სასამართლოს განცხადებაში. 

კომენტარები